რეგიონი
ზუგდიდის თეატრში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც კომპანია "ქართუ" და ასოციაცია „ატუ“ ახორციელებენ. ასოცოაციის წარმომადგენლის ზურაბ გვარამიას თქმით, მათ მუშაობა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დაიწყეს.

„ეს არის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ყველაფერი, ფუნდამენტის ჩათვლით, დაინგრევა და სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თეატრს გარეთა იერსახე შეუნარჩუნდება“, - აღნიშნა გვარამიამ.



მისივე თქმით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეკონსტრუქციას, შესაძლოა, 2 წელიწადზე მეტიც დასჭირდეს. რაც შეეხება სადემონტაჟო სამუშაოებს, სავარადოდ, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მოხდება.

თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, მშენებლობისთვის, დაახლოებით, 12, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის, მთლიანობაში, 20 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.



ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის ცენტრ "ოდიშში" იმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა
Print