ახალი ამბები
ხვალიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება
ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. გარდა ამისა, ამოქმედდება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით ავტომატურ რეჟიმში სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდება .

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საინფორმაციო ბუკლეტები დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მძღოლებს დაურიგეს.

უწყების ინფორმაციით,  მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება და ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენცია.


ფოტო: შსს
Print