რეგიონი
ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებისთვის სამეგრელოში სახლებს საკარმიდამო ნაკვეთით შეიძენს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სახლს 44 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს სახლებს სამეგრელოს, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შეუძენენ. სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ისინი დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდიან. სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სოფლად სახლი უკვე 1700-ზე მეტი დევნილ ოჯახისთვის შეისყიდა.
Print