ახალი ამბები
მეგის ქარდავას დაკავების ფაქტი პროკურატურამ დაადასტურა
საქართველოს პროკურატურამ უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავების ფაქტი დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქარდავა პირველ ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. გარდა ამისა, ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ის მსჯავრდებულია სხვადასხვა საქმეზე და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა დროით, მათ შორის:

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე - 3 წლით და 9 თვით 

პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) -  7 წლით და 6 თვით.

ე.წ „კასრების“ საქმეზე - 9 წლით

ბ.რ.-ს წამების საქმეზე - 3 წლითა და 9 თვით.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე -9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე:

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების.

ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

ამავე თემაზე:

მეგის ქარდავას დაკავებას უკრაინული მხარე ადასტურებს

პროკურატურა მეგის ქარდავას შესაძლო დაკავებაზე: კომენტარს არ ვაკეთებთ

Print