ახალი ამბები
მეგის ქარდავას ოჯახი: მეგისის დაკავების შესახებ ტელევიზიით შევიტყვეთ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ ოჯახმა მედიისგან შეიტყო. დაკავებულის მამის სერგო ქარდავას თქმით, მან მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

„კომუნიკაცია არ გვქონია მასთან. აწი რამე გზას გამოვნახავთ და ვეცდებით მასთან დაკავშირებას“, - თქვა სერგო ქარდავამ.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული.

ის უკრაინაში პირველ ნოემბერს დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.


ამავე თემაზე:

მეგის ქარდავას დაკავების ფაქტი პროკურატურამ დაადასტურა
Print