ახალი ამბები
სააკაშვილმა მეგის ქარდავას სახელმწიფო ჯილდო ორჯერ გადასცა (ფოტო)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო 2010 და 2012 წლებში გადასცა. პრეზიდენტის 2010 წლის 20 დეკემბრის განკარგულების (#1168) თანახმად, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.




ღირსების ორდენით კი ქარდავა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლკოვნიკობის დროს, 2012 წლის 19 მაისის განკარგულების მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის დაჯილდოვდა. ქარდავა ამ დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო.




მეგის ქარდავა 5-წლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურამ დაადასტურა. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ ქარდავას მხოლოდ პრესიდან იცნობს.

ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ამავე თემაზე:

მეგის ქარდავას ოჯახი: მეგისის დაკავების შესახებ ტელევიზიით შევიტყვეთ

მეგის ქარდავას დაკავების ფაქტი პროკურატურამ დაადასტურა


მიხეილ სააკაშვილი: მეგის ქარდავას არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი
Print