რეგიონი
აფხაზ მაშველებს რუსი სპეციალისტები გადაამზადებენ
დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ბაზაზე რუსი სპეციალისტები სასწავლო - საწვრთნელ მეცადინეობებს ატარებენ. კერძოდ, აფხაზი მაშველები საგზაო - სატრანსპორტო და სხვა შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა დახმარების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობიან.

შეხვედრის მსვლელობისას საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში ჯერაც არსებობს ნაღმები და სხვა სახის ჭურვები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენენ. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები უწყებას მაშველების უსაფრთხო მუშაობის სწორად დაგეგმვასა და დაზარალებულთათვის კვალიფიცირებული დახმარების გაწევაში დაეხმარება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, წვრთნები, რომლებივ 30 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე გასტანს, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი კურსი თეორიულია, ხოლო მეორე - პრაქტიკული. სწავლებებში აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ყველა რაიონული ქვედანაყოფია ჩართული.

Print