ახალი ამბები
ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის ვაკანსიების გამოცხადება დაიწყო
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის ვაკანსიები გამოაცხადა. Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, ორგანიზაცია ამ ეტაპზე საველე ინჟინერ-მშენებელსა და ფინანსური დირექტორის მოადგილეს ეძებს.

საველე ინჟინერ-მშენებელს პოზიციის დასაკავებლად კონკურსი 15 ნოემბერს, ფინანსური დირექტორის მოადგილის კი 25 ნოემბერს დასრულდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Print