ახალი ამბები
ზუგდიდში, შესაძლოა, 9 - სართულიანი კორპუსი აშენდეს
ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, 9 - სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად საკრებულომ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შეიტანა. საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას განმარტებით, განაშენიანების გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი მშენებლობისთვის ნებართვა ვერ გაიცემოდა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა და ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა.

„ამის შემდეგ ინვესტორი შეძლებს კონკრეტული პროექტით შემოვიდეს მერიაში და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ბაშაურის ქუჩაზე ააშენებს საცხოვრებელ კორპუსს“, - აღნიშნა ქოჩუამ.

გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანა წითლიძემ. მიზეზად კი ქალაქის გენერალურ გეგმაში ხშირი ცვლილებება დაასახელა.

„რამდენჯერაც ინვესტორები წინადადებებით შემოვლენ, იმდენჯერ გეგმაში ცვლილების შეტანა არ შეიძლება, ამ საკითხს პრინციპულად არ დავუჭერ მხარს“, - თქვა წითლიძემ.

აღნიშნული ტერიტორია ამ ეტაპზე აუთვისებელია და შენობა-ნაგებობი არ დგას.



Print