ახალი ამბები
როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდი ზუგდიდში

ზუგდიდში თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის

სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 6 და 7 ნოემბერს, შესაძლოა, მცირე ხნით იწვიმოს, თუმცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

„მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაგრამ ჰაერი 20-22 გრადუსამდე დათბება“,- აღნიშნა ნიორაძემ.

უნალექო ამინდი სამეგრელოში 11 ნოემბრამდე გასტანს.

Print