ახალი ამბები
საქართველოში, შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. გადაწყვეტილება ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო. 

სამინისტროს ინფორმაციით, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს.

სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან ჩართულნი.

Print