ახალი ამბები
ურთაში მგლების შემოსევაა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მგლები შემოესივნენ. ადგილობრივების მტკიცებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გარეულმა ცხოველმა ოცამდე პირუტყვი დაგლიჯეს. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

ურთას მკვიდრები შიშობენ, რომ, შესაძლოა, მტაცებელი ცხოველი მათ საცხოვრებელ ეზოებშიც შევიდეს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისინი დახმარებას და მგლების დახოცვისთვის შესაბამის ლიცენზიას ითხოვენ.

"ლიცენზია მიღებულია. მონადირეები იკრიბებიან და მიღებული იქნება ზომები, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, - უთხრა რადიო "ათინათს" ბადრი ნინუამ.

მსგავსი შემთხვევა სოფელ ურთაში მიმდინარე წლის სექტემბერსიც დაფიქსირდა.



ამავე თემაზე:

ურთაში მგლები დახოცეს (ვიდეო)
Print