რეგიონი
მარტვილის მერი: ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს
მარტვილის ახალარჩეულმა მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის მოსახლეობას და მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არჩევნების შედეგი მისთვის მოსალოდნელი იყო და დღეიდან საქმიანობას შეუდგება.

"მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა მარტვილი მერი გავმხდარიყავი. განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, რომელიც მენდო და მხარდაჭერა გამომიცხადა. ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს და განვახორიელებთ ყველა პროექტს რაც მარტვილს ბევრად უკეთესს გახდის“ - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

მერის არჩევნების მეორე ტურზე მმართველი პარტიის კანდიდატმა 39-ე უბნის მონაცემებით, ხმების 93,04 % მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა დანელიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხდა იგი მაინც იყო ასახული ბიუკეტენზე და ხმების 6, 96% დააგროვა.


Print