რეგიონი
"ანაკლიიის განვითარების კონსორციუმი" ტენდერების გამოცხადებას იწყებს

"ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციიით, შესყიდვები, რომლებიც ელექტრონული ტენდერების სახით იქნება წარმოდგენილი,

კონკურენტუნარიან გარემოში განხორციელდება.

კონსორციუმი შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს დარეგისტრირდნენ Eტენდერს.გე-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმაზე და გამოიწერონ სისტემური შეტყობინებები, რათა დროულად მოახერხონ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

"ჩვენ გამოვაცხადებთ როგორც ღია ტენდერებს, ასევე ტენდერებს პრეკვალიფიკაციის მიხედვით და დახურულ ტენდერებს სპეციფიური ხასიათის სამუშაოების მიხედვით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და კომპანიასთან", - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.

 

Print