რეგიონი
დავით დონდუა: შოტლანდიაში აფხაზ მეომართა ხსოვნის მემორიალს თავის ადგილზე დააბრუნებენ

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს ძველ ადგილზე დააბრუნებენ.


ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ სახალხო დამცველის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, წერს „ეხო კავკაზა“.

„არავინ გულისხმობდა მემორიალის დემონტაჟს. ჩვენ უბრალოდ მივუთითეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებს. ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ყველაფერს შესაბამისობაში მოიყვანს. ამ მიზნით, მემორიალის დროებითი დემონტაჟი განხორციელდა, გამოსწორების შემდეგ, მას ისევ თავის ადგილზე დააბრუნებენ“, - განაცხადა დონდუამ.

შოტლანდიაში 90 - იან წლებში დადგმულ აფხაზ მეომართა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟის შესახებ განცხადება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.

“დიალოგი მიმდინარეობდა თითქმის მთელი თვის განმავლობაში. დღეს ეს მემორიალი უკვე მოხსნილია. მისი დემონტაჟი მოხდა საქართველოს საელჩოს ძალიან აქტიური ძალისხმევით, ედინბურგში ჩემი ვიზიტის შემდეგ, როდესაც გვქონდა შეხვედრები შოტლანდიის მთავრობასთან, სერიოზული ჩართულობა იყო ქალაქ კილმარნოკში ხელისუფლებასთან”, - განაცხადა ბერუჩაშვილმა. მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს.

მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართული მხარის ნაბიჯებს ისინი აფასებენ, „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობას და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობას


 

Print