რეგიონი
ზუგდიდის მერი საკუთარ გუნდს 20 ნოემბერს წარადგენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი ლაშა გოგია მოადგილეებს და სხვა სამსახურების ხელმძღვანელ პირებს ორშაბათს, 20 ნოემბერს, 12 საათზე წარადგენს.

"კადრების დაკომპლეტება მათი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდება. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვჭირდება ძალიან ბევრი და დაუღალავი მუშაობა, ამიტომაც ვაყალიბებთ ძლიერ გუნდს, რომელსაც შესწევს ძალა სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს აქვს," - განაცხადა ლაშა გოგიამ.

გოგიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

Print