ახალი ამბები
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ენგურის ხიდიდან წალენჯიხაში წააბრძანეს
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძრიდან ენგურის ხიდზე წააბრძანეს, სადაც მეუფე გერასიმემ მთელი სრულიად საქართველო დალოცა. გარდა ამისა, ხიდზე გადამსვლელებს საშუალება მიეცათ შეხებოდნენ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილებისთვის. ენგურის ხიდიდან სიწმინდე წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც 20 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ერთობლივ საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგაც სიწმინდე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადაბრძანდება.



ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მესტიიდან ზუგდიდში 16 ნოემბერს ჩამოაბრძანეს. მას ქალაქის ცენტრში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ,. სიწმინდე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც მრევლს მისი მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ჰქონდა.



სიწმინდე ინდოეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიწმინდე საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.


ამავე თემაზე:

წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილებს ზუგდიდში 16 ნოემბერს ჩამოაბრძანებენ

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში ჩამოაბრძანეს (ვიდეო)
Print