რეგიონი
ზუგდიდის მერი ათი დღეა მოადგილეებისა და სამსახურების უფროსების გარეშე მუშაობს
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია უფლებამოსილების შესრულებას გასული კვირის დასაწყისში შეუდგა. მას საკუთარი გუნდი 20 ნოემბერს უნდა წარედგინა, თუმცა, გოგიას მოადგილეები და სტრუქტრული ერთეულის წარმომადგენლები ჯერ არ დაუსახელებია. მერიის სამსახურების დაკომპლექტების გაჭიანურების მიზეზად მაშინ ლაშა გოგიამ კანდიდატურების ადგილზე არყოფნა და პროცედურული საკითხები დაასახელა.

მერიის პრესსამსახურში წარდგენის რამდენჯერმე გადადების მიზეზებზე არ საუბრობენ.

ჯერჯერობით, ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერიის ადმინისტრაციის უფროსად თენგიზ შანავა დაინიშნა. მისი ინფორმაციით, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელების ნაწილი ჯერ არ დანიშნულა.

Print