რეგიონი
თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდის მშენებარე ტაძარს ხატი შესწირა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში დაესწრო. 



მან ეკლესიას წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირა.




მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გიორგობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, წირვა აღევლინება. საქართველოში გიორგობა ორჯერ აღინიშნება: 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამებისა და 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს.


ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
Print