რეგიონი
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯომარეებმა სოხუმში კონსულტაციები გამართეს
სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები ანტი ტურუნენი, გიუნტერ ბეხლერი და ტაივო კლაარი დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ და მორიგი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოსამზადებელი კონსულტაციები გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზ მეომართა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟის საკითხს დაეთმო.
« მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები დაუშვებელია და აფხაზური საზოგადოება უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს ამ ინციდენტს“, - განაცხადა დაურ კოვემ.
აფხაზურმა მხარემ დელეგაციის წევრებს ნოუწოდა გამოხატონ ოფიცილაური რეაქცია ქართული მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ჟენევის დისკუსიების ახალმა თანათავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით ტოივო კლაარმა კომენტარი გააკეთა:
"ძეგლებს აღმართავენ გარკვეულ დროს და გარკვეულ ადგილას. ამ თვალსაზრისით, ყველა მხარის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, ძეგლის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მივმართავთ ჟენევის დისკუსიების ყველა მხარეს პატივისცემით მოეკიდონ წარსულის მემკვიდრეობას".
დაურ კოვემ ასევე აღნიშნა, რომ სოხუმის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას დაუჭირა მხარი. მან იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოში შემცირდება საომარი რიტორიკის სიმძაფრე და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შესაძლებელი გახდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერა“.
აფხაზური მედიის ცნობით, ანტი ტურუნენმა, რომელიც ამ სტატუსით აფხაზეთში უკანასკნელად იმყოფება, განაცხადა, რომ „ის მხარს უჭერს აფხაზეთის საგარაეო უწყების ინიციატივას აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას.
ჟენევის დისკუსიების მორიგი 42-ე რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.


Print