რეგიონი
ზუგდიდის მერმა მოადგილები წარადგინა
ზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა თავის მოადგილეებად დღეს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა დაასახელა. ამათგან, ვიცე-მერის თანამდებობას გია გულორდავა დაიკავებს.



მაიზერ ნანავა ისტორიკოსია. მან უმაღლესი განათლება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 1997-2006 წწ ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, 2006 -2007წწ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის სასწავლო ცენტრში ამავე პოზიციაზე, 2010 წლიდან - ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში.





2012-2013წწ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო კოალიცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-დან, 2014წ. თებერვლიდან-ივლისამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2014 - 2016 წწ იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, 2016 წლიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე - მერი გია გულორდავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, მანქანათმშენებლობის მრეწველობის და ორგანიზაციის სპეციალობით. 1980–1982 წლებში იყო ტრესტი №10 ,,მაღლივმშენი"- ს საამქროს ოსტატი; 1982–1984 წლებში - ტრესტი №10 ,,მაღლივმშენი"-ს ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი; 1984–1988 წლებში მუშაობდა ტრესტი №10 ,,მაღლივმშენი"-ს დაგეგმვისა და სახელშეკრულებო განყოფილების უფროსად; 1988–1990 წლებში კი ტრესტი №12 ,,ხიდმშენი"-ს მესამე სამმართველოს უბნის უფროსი; 1990–1992 წლებში იყო ტრესტი №12 ,,ხიდმშენი"-ს საგეგმო განყოფილების უფროსი; 1992–1998 წლებში ტრესტი №12 ,,ხიდმშენი"-ს მმართველის მოადგილე ფინანსებისა და ეკონომიკის დარგში; 1998–2013 წლებში საქმიანობდა ბიზნესსექტორში; ვიცე-მერის პოსტზე გულორდავა 2014 წლიდან მუშაობს.


Print