რეგიონი
ლაშა გოგია: ახალი გუნდი პროფესიონალიზმის და ერთგულების ნიშნით შეირჩა
ზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მოადგილეების, სამსახურების უფროსებისა და სხვა საჯარო მოხელეების წარდგენისას, მათი შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად პროფესიონალიზმი და ერთგულება დაასახელა.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად უნდა შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობას მივეცით. ზუგდიდი იქნება ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მუნიციპალიტეტი საქართველოში“, - აღნიშნა გოგიამ. მან ამომრჩევლებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, ახალ გუნდს კი წარმატება უსურვა.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია უფლებამოსილების შერულებას დაახლოებით, ორი კვირის წინ შეუდგა. ამ დრომდე ის გუნდის გარეშე მუშაობდა. ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში სულ 351 ადამიანი იმუშავებს. გაერთიანებამდე, ქალაქისა და თემის თვითმმართველობის ორგანოებში 400-მდე საჯარო მოხელე იყო დასაქმებული.

Print