ახალი ამბები
გლობალურ სამეწარმეო სამიტში ზუგდიდელი მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას
ყოველწლიურ გლობალურ სამეწარმეო სამიტში, რომელიც ინდოეთში ჩატარდება, ზუგდიდელი მეწარმეები მარიკა კოდუა და ნონა თორდია მიიღებენ მონაწილეობას. მარიკა კოდუა თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორია, ხოლო ნონა თორდია კივის პლანტაციებს ფლობს.


ნონა თორდია

ფერმერის მარიკა კოდუას ინფორმაციით, სამიტს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან 1 500-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, 1 200 მეწარმე და 300 ინვესტორი დაესწრება.


მარიკა კოდუა

„ამერიკელთა დელეგაციას ივანკა ტრამპი უხელმძღვანელებს. სამიტის წლევანდელი თემატიკა, “ქალები პირველ რიგში, კეთილდღეობა ყველას”, ხაზს უსვამს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და გლობალური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას“, - აღნიშნა კოდუამ.
სამიტის, რომელიც 28-30 ნოემბერს ინდოეთში მერვედ გაიმართება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელმძღვანელბს.

Print