რეგიონი
ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობამ ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის რეაბილიტაციისა და ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლის, მოთხოვნით ჭუბერი-ხაიშისა და ჭუბერი მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. მესტიის გამგებლის მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, მათ აქციის შესახებ ინფორმაცია აქვთ და ადგილობრივებს ჭუბერის გამგებელი შეხვდება.

"როგორც მითხრეს, ისინი ძველი ელერქტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ, რაც ენერგო-პროს პრეროგატივაა. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი... მათთან სოფლის გამგებელი და მისი მოადგილე მივლენ და მას შემდეგ უფრო დეტალურად გვეცოდინება მათი მოთხოვნების შესახებ", - აღნიშნა ნელი ნავერიანმა.

ჭუბერში აქცია ამ დრომდე გრძელდება.

Print