რეგიონი
სუსი: დაკავებული მამა-შვილი როგავების მონახულებას ოჯახი შეძლებს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით,  შეხვედრაზე საუბარი ადმინისტრაციულ საზღვართან 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავებისა და მისი ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს შეეხო.


“ასევე ვისაუბრეთ ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველების და მათ შორის მამა-შვილი როგავების გათავისუფლების საკითხზე“, - განაცხადა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე.

სუსის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ მამა-შვილი როგავების მონახულებას ოჯახი დრანდის საპყრობილეში უახლოეს მომავალში შეძლებს.

მორიგი შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.


Print