მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მამაკაცს სცემეს, რის
შემდეგაც ის მესტიის
საავადმყოფოში დაიღუპა. ლენჯერის გამგებლის ვლადიმერ ფილფანის
ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. მისივე
თქმით, შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.
მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის
შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი
გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი ქუთაისის
პროზექტურაში გადაასვენეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყებაში
დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები