რეგიონი
გარდაცვლილ შოთიკო ცირგაიას საქმეზე სამედიცინო ხარისხის კონტროლმა განხილვა დაასრულა
ერთი წლის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაის საქმის შესწავლა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოში უკვე დაასრულეს. როგორც სამმართველოს უფროსმა კახაბერ ღიბრაძემ რადიო „ათინათს“ განუცხადა, მკურნალობის პროცესში იყო თუ არა ექიმის გადაცდომა, ამას უკვე პროფესიული განვითრების საბჭო განიხილავს. მისივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება განმცხადებელს უახლოეს მომავალში ეცნობება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს.

„ერთი წელია ვითხოვთ სიმართლის დადგენას და ჩემი შვილის მკურნალი ექიმის დასაჯას, მააგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. დღეს არაფერს ვითხოვ, უბრალოდ მოვედი, რომ ექმის თავის შევახსენო“, - თქვა ციარგაიას დედამ ირინა წურწუმიამ.

ჩხოროწყუს მკვიდრი შოთიკო ცირგაია პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა საავადმყოფოს შენობასთან მკურნალი ექიმის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.


Print