რეგიონი
ხაჯიმბამ სკოტს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გაეროს მუდმივ კოორდინატორს ნილს სკოტს შეხვდა. ამ უკანასკნელმა აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის წლიური ანგარიში წარადგინა. მან აღნიშნა, რომ დახმარება ძირითადად სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას და ეკოლოგიას მოიცავდა. ამ ჩამონათვალს 2017 წელს მავნებელ მწერთან, კერძოდ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაც დაემატა.

რაულ ხაჯიმბამ ხაზი გუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მან განსაკუთრებით, გამოყო აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გაწეული დახმარება სხვა სფეროებზეც აისახა, თუმცა მისი თქმით, „საერთაშორისო საზოგადოებრიობა ე.წ. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ პოზიციიდან რომ არ გამოდიოდეს, გაცილებით უფორ პოზიტიური შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი“.

Print