რეგიონი
ფოთის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს. დაკავებული გ.ნ კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია.

"გამოძიებამ დაადგინა,რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10 % -24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი- 8000 ლარი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ,რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.



Print