რეგიონი
ზუგდიდი ყველაზე სუფთა ქალაქად დაასახელეს
თბილისში, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III’’ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ,,სუფთა რეგიონში’’-ს დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ნომინაციაში ყველაზე ,,სუფთა ქალაქი’’ ზუგდიდმა გაიმარჯვა, ,,სუფთა სოფელი’’ ორსანტია გახდა, ხოლო,,ლამაზი ეზოს“ სტატუსის მფლობელები სოფელ ახალაბასთუმანიდან პაატა გოგელიას, მიხეილ ჭკადუასა და კახა დარასელიას ეზოები გახდნენ.. საქართველოში საუკეთესო დასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელად „ზუგდიდასუფთავების“ უფროსი ნუგზარ მალაშხია დასახელდა.

დაჯილდოების ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ვიცე მერი გია გულორდავა და ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავება“-ს დირექტორი ნუგზარ მალაშხია ესწრებოდნენ.

აღნიშნული კონკურსი საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოევლინა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი და ლამაზი ეზო. ამ ეტაპისთვის კონკურსი დასრულდა. ნომინაციებში გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდი ახლაც და მომავალშიც იყოს ყველაზე სუფთა და წარმატებული მუნიციპალიტეტი, ამისთვის კი ძალისხმევას არ დავიშურებთ. ზუგდიდი ყოველთვის იქნება მისაბაძი“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.
დაჯილდოების ცერემონიას შვედეთის ელჩი, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა lll ’’ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს,საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისის’’ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.



Print