რეგიონი
მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ
მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რამაც ეკოსისტემას სახე შეუცვალა.

„ვითხოვთ, რომ გაჩერდეს ეს მშენებლობა, რადგან ბევრი კითხვა ჩნდება ამ პროცესის გარშემო. ჰესის მშენებელი კომპანიისგან ვითხოვთ გაიყვანოს ტექნიკა. ჩევნ ხელში ჩაგვივარდა რუკა, რომელშიც რამოდენიმე ჰესის აშენების გეგმაა ჩადებული. პრაქტიკულად ყველა ხეობაში, სადაც არ უნდა გაიხედო სადერივაციო არხების გაყვანას გეგმავენ. რაც მთლიანად სახეს შეუცვლის ეკოსისტემას. ამ კონკრეტულ ჰესს რაც შეეხება, ამ ხეობაში არის ღვარცოფული მდინარე. ორი თვის წინ ძალიან სერიოზული წყალმოვარდნა იყო და თვითონ კომპანიამაც იზარალა. მოსახლეობა შიშობს, რომ ამის დაგუბების შემდეგ მათ საცხოვრებელ ადგილს საფრთხე შეექმნება“, - განაცხადა აქციის მონაწილე დავით გულბანმა.

მოსახლეობას პიკეტირებული აქვს ხეობისკენ მიმავალი გზა. ისინი ჰესის მშენებლობაზე მომუშავეების კუთვნილ ავტომობილებს და პერსონალს არ ატარებენ.



Print