ახალი ამბები
ბარამიას ქუჩაზე თხრილში ჩავარდნილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობის ტერიტორიაზე, მამაკაცი ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც მიწის მასა ჩამოიშალა და ის მიწის ქვეშ მოყვა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაზარალებული მაშველებმა მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, პაციენტი საავამდყოფოში შემყვანისას უგონოდ იყო.

„აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა. ჩაუტარდა პირველად გამოკვლევები და გადაგვყავს რეანიმაციაში. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

Print