ახალი ამბები
მერია: თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას მოგვიანებით გავავრცელებთ
ზუგდიდის მერია სუს-ის მიერ მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ლაშა გოგიამ განუცხადა.

„ახლა ვარკვევთ და ამის შემდეგ გავავრცელებთ განცხადებას“, - აღნიშნა გოგიამ.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რ.ბ. მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
Print