ახალი ამბები
მერია საჯარო მოხელის დაკავებაზე: ნებისმიერი გადაცდომის ჩამდენი უმკაცრესად დაისჯება
ზუგდიდის მერიაში ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

„მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ. გამოძიების დასრულებამდე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებთ, დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა აქვე ავღნიშნათ, რომ ნებისმიერი გადაცდომა იქნება კანონის შესაბამისად უმკაცრესად დასჯილი“, - აღნიშნეს მერისს პრესსამსახურში.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რ.ბ. მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.


ამავე თემაზე:


მერია: თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას მოგვიანებით გავავრცელებთ

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს




Print