ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ რიყეში დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩიკო როგავა 5 დეკემბერს გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" ყოფილი მსჯავრდებულის შვილმა თინათინ როგავამ დაუდასტურა.

"ენგურის ხიდამდე მოაცილეს, შემდეგ კი ჩვენ დავხვდით. ახლა სახლშია და თავს კარგად გრძნობს", - აღნიშნა როგავამ.

მისივე თქმით, დაკავებული მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდნენ. რაც შეეხება შვილს, პაატა როგავას, ის კვლავ პატიმრობაში რჩება.

მამა-შვილი 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. რუსი ე.წ. მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრის დათა როგავას ინფორმაციით, არჩიკო როგავას საზღვრის უკანონო გადაკვეთაედებოდა ბრალად, პაატა როგავას კი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც.

მიმდინარე წლის აგვისტოში დე-ფაქტო სასამართლომ არჩიკო როგავას ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

სუს:დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილება როგავებთან დაკავშირებით უკანონოა

დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ მამა-შვილ როგავებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)


Print