რეგიონი
მერაბ ქვარაიამ შვედეთში ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის“ (SKL International) თავმჯდომარეს მარი-ლუი რონნმარკს შეხვდა.

შეხვედრაზე დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისა და ამ მიმართულებით, რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მარი-ლუი რონნმარკმა ქართულ მხარეს შვედეთის გამოცდილება გააცნო.



"პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს შვედეთში. შვედეთს თვითმმართველობის უმდიდრესი გამოცდილება აქვს. იგი ერთერთი ყველაზე წარმატებული, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანაა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ აქ და დავნერგოთ საქართველოში " - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ზუგდიდის მაჟორიტარი პროექტის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივ თვითმმართველობა“ ფარგლებში, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით შვედეთში 25 ნოემბრიდან იმყოფება.

Print