რეგიონი
დმიტრი შამბა: მოსკოვთან შეთანხმებები ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას არ ითვალისწინებენ
"არ არსებობს რუსულ - აფხაზური შეთანხმების არც - ერთი პროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლმა დმიტრი შამბამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

აღნიშნული კომენტარით მან ფეისბუკის ანონიმური მომხმარებლის მიერ გამოქვეყებულ შეტყობინებას უპასუხა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსკოვში ამზადებენ დოკუმენტს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. "რუსებს სურთ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება", - წერს ანონიმი.


შამბას განმარტებით, რუსეთის საგარეო უწყებაში გამართულ ქართულ - აფხაზურ შეხვედრაზე ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეთანხმების პროექტი 2017 წლის 5 დეკემბერს, ნამდვილად განიხილეს, თუმცა, შეხვედრა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას ეხებოდა.

"აფხაზეთის ის მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო 2008 წელს ვერ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, პროექტის თანახმად, მის მიღებას აფხაზეთის მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე შეძლებენ", - აღნიშნა მან.

დმიტრი შამბას თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ 2014 წელს, მოსკოვთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მოწერისას დაიხურა. "სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში არიან შეყვანილნი და მათ მიერ გავრცლებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - წერს ის თავის ფეისბუკ გვერდზე.

Print