რეგიონი
გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე ზუგდიდში ს.კ. გურიის დირექტორის მოადგილე 11 საათი იკითხებოდა (ვიდეო)
ლანჩხუთის გურიის დირექტორის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდან 11 საათიანი დაკითხვის შემდეგ გამოვიდა.

ჩხეიძეს სამართალდამცავები მეორედ დილიდან კითხავდნენ. მისი ინფორმაციით, მან გაუთქმელობის პირობას მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას ე.წ. გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით, ჩხეიძემ განმარტა, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისივე მტკიცებით, მსგავსი რამ არ ყოფილა და ამ საკითხს აბსურდული უწოდა.

ჩხეიძემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებას დამატებითი კითხვები ჰქონდა, რაზედაც უპასუხა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან, გამომდინარე ის მათ შინაარსზე არ საუბრობს. 



ამავე თემაზე:

გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე ზუგდიდში ს.კ. "გურიის"დირექტორის მოადგილე იკითხება
Print