ახალი ამბები
რიკოთის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე დღე მოძრაობა იზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 11-დან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე”, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

Print