რეგიონი
სოხუმი საინვესტიციო ობიექტების რეესტრს შექმნის
დე ფაქტო რესპუბლიკის საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა სიმონ აგრბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში საინვესტიციო ობიექტების რეესტრი შეიქმნება. შეხვედრაზე,რომელზეც „ეკონომიკის სამინისტრომ“ 2017 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა, აღინიშნა, რომ ინფორმაცია შეჩერებული პროექტების და ობიექტების შესახებ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ვებ გვერდზე განთავსდება.

მისი თქმით, უწყების რუსულ და ინგლისურენოვანი საიტი, 13 სექტემბრიდან ამოქმედდა, ხოლო უახლოეს დროში, თურქული ვერსიაც ამუშავდება. აგრბას განმარტებით, 2018 წელს, პოტენციური ინვესტორების რეესტრიც შექმნაც იგეგმება.

მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება იმ საინვესტიციო პროექტებს მიექცევა, რომლებიც დეპრესიული რაიონების ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული.

Print