რეგიონი
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლი ემსხვერპლა
სენაკში ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხადართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



Print