რეგიონი
ლილი ბერაია: თუ სასამართლომ ზოდელავას სარჩელი დააკმყოფილა გავასაჩივრებ
ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიის დირექტორი ლილი ბერაიას განცახდებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის ელზა ზოდელავას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. მისი თქმით, თუ კი სარჩელის დააკმაყოფილების შესახებ ცნობას მიიღებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღეს, თქვენგან გავიგე პირველად და ჯერ ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა ბერაიამ.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა მიმდინარე წლის ივნისში არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება ზოდელავამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან მიმდინარე წლის იანვარში გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

ლილი ბერაია: თუ სასამართლომ ზოდელავას სარჩელი დააკმყოფილა გავასაჩივრებ
Print