ახალი ამბები
ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ დასმულ კითხვას საკომიტეტო მოსმენაზე ხმაური მოჰყვა
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენაზე პრემიერ-მინისტრისთვის დასმულ კითხვას, რომელიც გიგა ოთხოზირიას მკვლელობას ეხებოდა, ხმაური მოყვა. უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლება ამ თემაზე  საკმარისად აქტიურად არ საუბრობს. 

„არცერთი წერილი ამ საკითზე ევროპარლამენტში საქართველოს მთავრობას არ გაუგზავნია», - თქვა კანდელაკმა.

პრემიერმა კი მას შეკითხვით უპასუხა.

"იქნებ გქონდეთ საინტერესო რეცეპტები, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე?" - იკითხა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ხვდება.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ შეწყვიტა. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ცენტრალურ ხიდზე განუცხადა. იგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

Print