რეგიონი
ზუგდიდის მერი დეპუტატს: უზრდელი ხართ და საკრებულო ცირკი ნუ გგონიათ
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მიერ საფეხბურთო კლუბის "ზუგდიდი" 100 %-იან წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ანა წითლიძემ გუნდის წარუმატებლობაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

„თქვენ დაღუპეთ გუნდი და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ“, - ასე მიმართა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ანა წითლიძეს, უზრდელი უწოდა და უთხრა: "ნუ ჯამბაზობთ, საკრებულო ცირკი არ არის".

დეპუტატის ბრალდებებს საკრებულოს წევრმა ირაკლი ლაგვილავამაც უპასუხა და ყოფილ მთავრობას სტადიონის დამანგრეველი უწოდა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ბათლომე შელიას თქმით, გუნდი კატასტროფამდე მივიდა და ამაზე მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამ სიტუაციიდან გამოსავალს კერძო ინვესტორის მოძიებაში ხედავს.

აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი მხოლოდ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა.






Print