ახალი ამბები
ლაშა გოგია წითლიძეს: მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების საკითხს დაპირისპირება მოყვა. „მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი“, - უთხრა ოპოზიცინერ დეპუტატს ანი წითლიძეს ლაშა გოგიამ მას შემდეგ, რაც მან ქალაქის მერი არშემდეგარი ტენდერის გამო გააკრიტიკა.

„თქვენ მოახერხეთ ის, რომ არჩევიდან პირველივე წელს ბავშვები დატოვეთ საახალწლო საჩუქრების გარეშე“, - აღნიშნა წითლიძემ.

ეს დღევანდელ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ქალაქის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატს უზრდელი ს.კ. „ზუგდიდის“ პრივატიზაციის საკითხის განხილვის დროს უწოდა, რის პასუხადაც წითლიძემ მას უთხრა, რომ კორუმპირებულია.

ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის ცისანა თოლორაიას თქმით, ჩაშლის მიზეზი ის იყო, რომ წინადადებით არცერთი კომპანია არ შემოვიდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერი დეპუტატს: უზრდელი ხართ და საკრებულო ცირკი ნუ გგონიათ
Print