რეგიონი
აფხაზეთიდან მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს
აფხაზეთიდან დღეს 1992 წელს დაღუპული მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს. დაღუპულის შვილმა, ალექსანდრე ჯინჭარაძის თქმით, აფხაზეთში მცხოვრები ნათესავების, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, მამის ცხედრის გადმოსვენება 25 წლის შემდეგ შეძლეს.

მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ბრძოლებში დაიღუპა. ჯინჭარაძე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო, ასევე გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
Print