რეგიონი
ფოთის საზღვაო ნავსადგური "ათინათთან" ერთად პროექტს განახორციელებს
ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი აქტივიზმის გაძლიერების მიზნით, ფოთის საზღვაო ნავსადგური და ასოციაცია „ათინათი“ ერთობლივ პროექტს განახორცილებენ.

„ამჟამად ჩვენ ასოციაცია ,,ათინათთან“ ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანია, ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი აქტივიზმის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა და მომავალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამ პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ შეკრებილ საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ ბიზნეს კომპანიებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების სფეროში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომუნიკაციებისა და კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წლიურ საანგარიშო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას 60-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა.

Print