ახალი ამბები
ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აინთო (ფოტო)
ზუგდიდის ცენტრალურ სკეიტ-პარკში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას ქალაქის მერი ლაშა გოგია ოჯახთან ერთად დაესწრო. მან ზუგდიდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ეკონომიკური აღმავლობა უსურვა.

„მინდა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით, ზუგდიდელებს ახალი წელი წინასწარ მივულოცო. დაე, 2018 წელი იყოს ეკონომიკური წინსვლის და წარმატებების წელი. 31 დეკემბერს 10 საათზე დავიწყებთ კონცერტს და ერთად შევხვდებით ახალ წელს“, - თქვა მერმა.



ნაძვის მოსწავლე-სასახლის აღსაზრდელებმა "კირიალესა" შეასრულეს.

ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მაია ჩიტაიას თქმით, ახალ წლის შესახვედრად ზუგდიდში გრანდიოზული გალა-კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. საახალწლო ღონისძიებები კი 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.



ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


ამავე თემაზე:

საახალწლო ღონისძიებები ზუგდიდში

ზუგდიდს საახალწლო სანათები თბილისის მერიამ ათხოვა


Print