რეგიონი
მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტით დაინტერესებულია იაპონია, ჩინეთი, ირანი
"არის ძალიან დიდი დაინტერესება ირანის მხრიდან. იაპონიის მხრიდან სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შემოთავაზება საკმაოდ მსხვილი იაპონური კომპანიისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს უზარმაზარ ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც იქნებიან ჩვენი კომპანიის აქციონერები. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონხორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს პორტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, კონსორციუმი იმ დაგეგმილ გზას მიყვება, რომელსაც ჰქვია ყველას - ჩინურის, ევროპულის და პირველ რიგში ქართულის - ინტერესების გაერთიანება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ აქ ორ წელიწადში ვიზეიმებთ პირველი პანამაქსის გემის შემოსვლას, რომელიც იქნება განაცხადი იმისა, რომ საქართველო დაბრუნდა დიდ აბრეშუმის გზაზე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.



დღეს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საძირკველი ოფიციალურად ჩაეყარა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მენეჯმენტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print