რეგიონი
დაურ კოვე: რუსეთ - აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთას მოქალაქეები ბინადრობის მოწმობით შეძლებენ
რუსეთის ვიზის ქონის შემთხვევაში „აფხაზეთ - რუსეთის საზღვრის“ გადაკვეთას ბინადრობის მოწმობის მქონე პირები შეძლებენ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2017 წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ტექნიკური საკითხები გვარდება, ხოლო აღნიშნული პროცედურა 2018 წელს ამოქმედდება.

კოვემ აქვე განმარტა, რომ ვიზის კატეგორია რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის მიზნების მიხედვით განისაზღვრება.

Print